ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინისთვის დახმარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
პრაღაში, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე პაველმა ხაზი გაუსვა, რომ კიევის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს.
„თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, უკრაინაში შესაძლო სხვადასხვა ფორმით ყოფნის განხილვაა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. დისკუსია დაწყებულია. ბოლოს ეს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იყვნენ. ასევე, იყო საკონსულტაციო შეხვედრა პარიზში. უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა პეტრ პაველმა.
მანვე აღნიშნა, რომ "თუ არ გვსურს, რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ მხარდაჭერით, რომელიც დღეს არის.“
„ახალი ფორმები, ახალი გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. საკუთარი თავი არ უნდა შევიზღუდოთ იქ, სადაც აუცილებელი არ არის თავის შეზღუდვა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. და დრო მოვიდა, განვიხილოთ ისინი და მართლაც, უკრაინაში საბრძოლო არმიების ყოფნის გარკვეული შიში არსებობს, მაგრამ აქ დახმარების სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი.
უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, უკრაინაში წვრთნების მისია რომ გვქონოდა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის. ჩვენზე დამოკიდებული დახმარების ფორმა, რომელიც უკრაინას მიეწოდება," - განაცხადა პეტრ პაველმა.