ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გამოყოფს, ვიდრე შარშან.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს.
ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნა და სამხედრო მშენებლობა, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
„აუცილებელია სამხედრო მომზადებისა და ომისთვის მზადების ყოველმხრივ გაძლიერება <…>, ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცედ დაცვა,“ - აღნიშნა მან თავის მოხსენებაში.
გასული წლის ბოლოს ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 111 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 47%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 65%-ით მეტი - ომამდელ 2021 წელთან შედარებით.