ლიეტუვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

ლიეტუვა ჩაატარებს უდიდეს სამხედრო წვრთნებს (Thunder Storm), რომელშიც 2500 სარეზერვო ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც აპრილ-მაისში ჩატარდება, ყველაზე მასშტაბური იქნება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

მანევრებში 4000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და წვევამდელი მიიღებს მონაწილეობას.


გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს მოკავშირეები პოლონეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან.

Thunder Storm ლიეტუვის შეიარაღებული ძალების უნარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.