არგენტინის პრეზიდენტი უკრაინას შესაძლოა, ივნისში ეწვიოს

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ევროპული ტურნეს ფარგლებში ივნისში უკრაინას ეწვევა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ არგენტინული პორტალ Infobae  იტყობინება.

არგენტინის ლიდერი უკრაინის დედაქალაქში ესპანეთიდან ჩავა. ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში.


„მილეი იქნება ლათინური ამერიკის პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინას კონფლიქტის შუაგულში ეწვევა, რადგან ზელენსკი ცდილობს, შეაჩეროს მოსკოვის ფართო სამხედრო შეტევა,“ - ნათქვამია სტატიაში. არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს.