თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი წვრთნა (JINNAH-2024) 3 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა კომანდო-სპეციალური ოპერაციების სახეებთან დაკავშირებით.
წვრთნებს წელს თურქეთი მასპინძლობს.