„სერგეი კოტოვის“ დაკარგვა, რუსეთის საზღვაო ძალებს შავ ზღვაში მანევრირების თავისუფლებას შეუზღუდავს - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინული ძალების მიერ კიდევ ერთი რუსული საპატრულო გემის ჩაძირვა შეზღუდავს რუსეთის საზღვაო ძალების მანევრირების თავისუფლებას შავ ზღვაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში წერს.


ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, „სერგეი კოტოვი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მხოლოდ 2022 წლის ივლისში შევიდა. მანამდე ის 2023 წლის ივლისსა და სექტემბერში იყო ეკიპაჟის გარეშე ზედაპირული მანქანების სამიზნე, მცირე დაზიანება მიიღო და ორივე შემთხვევაში მალევე დაბრუნდა ექსპლუატაციაში.


სამინისტრომ განმარტა, რომ „სერგეი კოტოვი„ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამე გემია, რომელიც ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ჩაიძირა.

„სავარაუდოდ, შავი ზღვის ფლოტის დანაკარგების გამო, 2024 წლის 15 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინა აგრძელებს შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მანევრირების თავისუფლების შეზღუდვას," - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.


5 მარტს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) განაცხადა, რომ თავდასხმისას ჩაძირეს რუსული საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი.“ მოგვიანებით, HUR-მა განაცხადა, რომ გემზე საზღვაო თვითმფრინავის თავდასხმას ეკიპაჟის შვიდი წევრის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 6 მარტის 07:00 საათისთვის შავ ზღვაში რუსული ხომალდი არ იმყოფებოდა.