ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად.
ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე დაწერა.
„ლატვია შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც შემოთავაზებულია პრეზიდენტის პეტრ პაველის მიერ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს არის კრიტიკული შესაძლებლობა რუსეთის დასამარცხებლად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად,“ წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.