ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. პეკინის განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.
ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქებისთვის.
„ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვან იმ.
-
ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს
-
ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე