„2024 წელს უკრაინის მიზანი კონტრშეტევის გაგრძელებაა“ - სახმელეთო ძალების ახალი მეთაური

უკრაინის სახმელეთო ძალების ახალმა მეთაურმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის მიზანი, ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურება და კონტრშეტევითი ქვედანაყოფების შექმნა იქნება. მისი თქმით, როგორც კი ფრონტზე არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემთ, ისინი კონტრშეტევით სამხედრო ერთეულებს ჩამოაყალიბებენ.


„ჩვენ მალე დავასტაბილურებთ სიტუაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჯარის მოსამზადებლად, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ," - აღნიშნა პავლიუკმა.

ოლექსანდრ პავლიუკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად 2024 წლის 11 თებერვალს დაინიშნა.