საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია.“ ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.