შვედეთის სასამართლომ რუსეთს $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა

შვედეთის სასამართლომ რუსეთს სავაჭრო მისიის შენობის ქირის გადაუხდელობისთვის, $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა. სტოქჰოლმში მდებარე ამ შენობაში ადრე რუსეთის ფედერაციის სავაჭრო მისია იყო განთავსებული.


შენობა 2012 წელს აუქციონზე გაიყიდა. ქონება შვედეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიყიდა, რომელიც 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ გერმანელი ბიზნესმენის, ფრანც სედელმაიერის სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღეს. 


რამდენიმე წლის განმავლობაში მეწარმე ცდილობდა მოსკოვიდან მიეღო ანაზღაურება იმ ზარალისთვის, რომელიც მან 1990-იანი წლების დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში ბიზნესის წარმოების მცდელობისას განიცადა.

რუსული მხარე არ ცნობს საინკასო სამსახურის ქმედებების კანონიერებას, რომელმაც შენობა გაყიდა, და თავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასაც, რომელმაც მას ამის საშუალება მისცა. რუსების უარი ქირის გადახდაზე უკვე სამჯერ განიხილეს რაიონულ სასამართლოში.

ახლა სტოკჰოლმის სასამართლომ, რადგან მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა სხდომაზე, გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ არამხოლოდ ქირა, არამედ, იურიდიული ხარჯები უნდა დაფაროს.