ლიეტუვამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


"ვაგზავნით იმ მარაგებს, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ვუსმენთ მათ და ჩვენი დახმარება გრძელდება", - აღნიშნა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა.

სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გარდა, ლიეტუვა ასევე ხელს უწყობს უკრაინის დაცვას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების გზით.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ უკრაინის დახმარების გრძელვადიანი ეროვნული გეგმა დაამტკიცა.