მაკრონმა პარტიების ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს - მედია

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 მარტის შეხვედრა გამართეს. მაკრონმა მათ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და კიევისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის ხედვაზე.


საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფაბიენ რუსელისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური მიტინგის ლიდერის ჯორდან ბარდელას კომენტარებზე დაყრდნობით, მაკრონმა დაუდასტურა მათ, რომ არ აპირებდა უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზე „არანაირი ლიმიტების“ დაწესებას და მან „წითელი ხაზების“ არსებობაც უარყო.


მაკრონის გამოსვლის შეჯამებისას, საფრანგეთის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ მარინე ტონდელიემ აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საზღვრების დაწესება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მისცემს.


„პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებდა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობას უკრაინაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბერტრან პანჩერმა.


რამდენიმე დამსწრემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს.


”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მაკრონის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო.

კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა.


NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.