სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ერევნის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს.
„სომხურმა მხარემ აცნობა (რუსულ მხარეს), რომ მას (აღარ სჭირდება) აეროპორტში რუსების სასაზღვრო სამსახური, რა თქმა უნდა, მადლობა რუსულ მხარეს,“ - განაცხადა მირზოიანმა 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან განმარტა, რომ მოთხოვნა რუსული კონტინგენტის გასვლის შესახებ, მხოლოდ აეროპორტში დისლოცირებულ მესაზღვრეებს ეხება.
-
ერევანმა მოსკოვს წერილობით აცნობა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ
-
სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ