ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა ოფისმა რუსეთის 6 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საიმიგრაციო კანონის მოთხოვნებს და არ ფლობდნენ რაიმე საბუთს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიის ოფიციალურმა პირებმა აკრძალვის ბრძანებები ახალი წესების საფუძველზე გასცეს.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ორმა რუსმა უკვე დატოვა ლატვია.
საერთო ჯამში, რუსეთის 1017 მოქალაქემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნები და არ წარადგინა დოკუმენტები, თუმცა ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება. აქედან 213-მა ლატვია ევროკავშირის სხვა ქვეყნების გავლით დატოვა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებმაც არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ქვეყანა 30 დღის ვადაში უნდა დატოვონ, თუ პირი ამ ვადაში არ დაიცავს, ლატვიის ტერიტორიას მას იძულებით დაატოვებინებენ.