ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აღარ შეიძენს პროდუქტებს კომპანიებისგან, რომლებიც რუსეთში ბიზნესსაქმიანობას აგრძელებენ

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა, შეწყვიტოს პროდუქციის ყიდვა იმ კომპანიებისგან, რომლებმაც არ შეაჩერეს ბიზნესი რუსეთთან. პროდუქტები იმ მწარმოებლების,  რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ და ამით ხელს უწყობენ რუსული სამხედრო მანქანების დაფინანსებას, ესტონეთის თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ობიექტებიდან ამოიღებენ.


„გადაწყვეტილება ეხება მწარმოებლებს, რომლებიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამ სიის დახმარებით, უკრაინა ახორციელებს ზეწოლას რუსეთში მოქმედ უცხოურ კომპანიებზე, რათა შეწყვიტონ იქ ბიზნესი და არ დააფინანსონ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

თავდაცვის დეპარტამენტში აღარ გაყიდიან ისეთი კომპანიების პროდუქტებს, როგორიცაა, PepsiCo, Mars, Nestle, Unilever და Mondelez International. 

„ბევრმა დასავლურმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ეკონომიკას და, შესაბამისად, მის სამხედრო მანქანას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.


ასევე შეჩერებულია თამბაქოს კომპანიების Philip Morris International-ისა და Japan Tobacco International-ის (JTI) პროდუქციის დისტრიბუცია. პევკური აღნიშნავს, რომ პროდუქციის უმეტესობისთვის არის ალტერნატივა ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც და რომ გამოსავლის იდეა უფრო ბევრია, ვიდრე სიტუაციით გამოწვეული უმნიშვნელო დისკომფორტი.