ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 7 ჯარისკაცს გაგზავნის.
ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
მანამდე „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის - True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.