უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი ამბობს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე, კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი, რაც განვიხილეთ, ამოქმედდეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება.
ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის, რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე. უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.