ზელენსკი თურქეთშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყება, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება.


დღის წესრიგშია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა. ასევე, უკრაინული და თურქული დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკება და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა თურქული თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან.


ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს განიხილება მშვიდობის ფორმულა; მშვიდობის სამიტის ორგანიზება; შავ ზღვაში ტრანსპორტირების უსაფრთხოება; საკვების გლობალური სტაბილურობა; რუსეთის მეირ უკრაინელი ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.