კიდევ 10 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკოლა კულებამ. „10 უკრაინელი ბავშვი 24 თებერვლის შემდეგ ოკუპაციაში აღმოჩნდა, ისინი Save Ukraine-ის გუნდმა გადაარჩინა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნა.
„ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბავშვებმა საბოლოოდ შეძლეს ოჯახებთან შეხვედრა და ახლა ყველა ოჯახი უსაფრთხოა," - განაცხადა კულებამ.
მთლიანობაში, ორგანიზაცია Save Ukraine-მ უკრაინაში რუსეთის ფედერაციიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 261 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.
უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს დაუბრუნა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.