უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება.
ვფიქრობ, საბოლოოდ NATO გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი,“ - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას.
კულებას თქმით, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას.
„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.