საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ამის შესახებ AFP ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა.
საუბრისას მაკრონმა ასევე დაადასტურა „მისი სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის სწრაფად შესაქმნელად და ასევე მხარი დაუჭიროს უკრანისთვის ჩეხური საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივას.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი "უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდო.
16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას არ უტოვებდა და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს.