ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი ბავშვი და 18 წლის ობოლი დააბრუნეს.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„ჩვენი შვილების ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნება მუდმივი ძალისხმევაა. ახლა კი, ისევ კარგი ამბავი გვაქვს. ოჯახებმა ხუთი შვილით და 18 წლის ობოლით შეძლეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება," - აღნიშნა პროკუდინმა. მისივე თქმით, ბავშვებიდან ყველაზე პატარა - ორი წლისაა. „ახლა ბავშვები და მოზარდები უსაფრთხოდ არიან. მათთან ფსიქოლოგები და ექიმები მუშაობენ.“ გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია Save Ukraine-ს, რომელიც აღნიშნულ საკითხში აქტიური მონაწილეა.
უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს, 10 ბავშვი კი, 9 მარტს დაუბრუნა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.