რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა

რომის პაპის განცხადებების გამო, ვატიკანის წარმომადგენელი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან.


„ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუცხადეს, რომ უკრაინას სურს მშვიდობას მიაღწიოს, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული იქნება.