არახამია უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, საქართველოს მთავრობას „სამპუნქტიან გეგმას“ სთავაზობს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითს თანახმად, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან.


"საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ "ურთიერთობების ნორმალიზების" მოტივით.

თუ მართლა ვისაუბრებთ "ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:

გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს.
შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება," - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.