ფრანგი სამხედროები არ დაიღუპებიან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანას, საფრანგეთის არმია შესაძლებელია, შეუერთდეს ბრძოლას მის დასაცავად. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგულ არხ BFMTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ის, რაც მაკრონმა თქვა - „რომ ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ“ - მე ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში პუტინს უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს, ვიდრე უკრაინა უძლებს, საფრანგეთის არმიას შეუძლია, დარჩეს საფრანგეთის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ პუტინი მოახერხებს NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას, NATO-ს ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, როგორ და რა რაოდენობით უნდა გაგზავნონ თავიანთი ჯარები, ბატალიონები მის ტერიტორიაზე საბრძოლველად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას ერთგვარი შიშის შესახებ, რომ საფრანგეთი შეიძლება, გახდეს "ომის მხარე", თუ ის თავის სამხედროებს უკრაინაში გაგზავნის.
„თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან, მაგრამ თუ რუსეთი შემოიჭრება NATO-ს ქვეყნებში, შეიძლება, თქვენი შვილები ერთ-ერთ ქვეყანაში გაგზავნონ და ეს სხვა საკითხია, ეს იქნება NATO-ს კოლექტიური გადაწყვეტილება. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი შვილები ნამდვილად იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.