ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შემდეგ, მერიის შენობა დაზიანდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგოროდში, დრონის თავდასხმის შედეგად მერიის შენობა დაზიანდა.

მოგვიანებით რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ დრონი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. 

„ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი, მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა,” - წერს გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი.

ცნობისთვის, დილით ბელგოროდის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.

გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინოს დაბომბვისას სამი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის რაიონზე თავდასხმის დროს კი, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა


ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი "გადაიტაცეს და გაანადგურეს". 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის თავზე, შვიდი - ბელგოროდის, დანარჩენები - ბრიანსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის რეგიონების თავზე, აცხადებს სამინისტრო. არის ცნობები კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებაზე ქალაქ ვორონეჟის თავზე, დასავლეთ რუსეთში.