ევროპარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტს ევროპარლამენტში მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45 წინააღმდეგი იყო. 27-მა თავი შეიკავა. ამ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვალე არიან, მიიღო თავიანთი კანონები, რომლებიც საერთო წესს შეესაბამება. სანქციებისთვის თავის აცილება სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს.
კანონი ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით განხორციელდება.
კანონი ასევე ითვალისწინებს სანქციების გვერდის ავლით მიღებული შემოსავლის და ამისთვის გამოყენებული საშუალებების კონფისკაციას და ეხება აქტივებს, რომელთა მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდებოდა. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსი მეწარმეებისა და რუსული კომპანიების ქონების კონფისკაცია მოახდინოს.