დანიის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის ახალ, 337 მილიონი დოლარის (2.3 მილიარდი დანიური კრონა) ოდენობის პაკეტს გადასცემს, რომელიც „კეისრის“ ტიპის საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალებს მოიცავს. ახალი დახმარების პაკეტისთვის დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსონს, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარება ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს.
„მადლობელი ვარ მეტე ორედერიკსონის, მისმა მთავრობამ და დანიის ხალხმა სამხედრო დახმარების პაკეტი დღეს გამოაცხადეს. ეს არის უკრაინაში პრემიერმინისტრის ფრედერიკსენის ბოლო ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი. ვაფასებ ჩვენი შეთანხმებების შესრულებას. ჩვენი მეომრები გაძლიერდებიან კრიტიკულად საჭირო არტილერიით, ნაღმმტყორცნებითა და საბრძოლო მასალებით. დანიამ უკვე დაამტკიცა 16 სამხედრო დახმარების პაკეტი, საერთო ჯამში 5 მილიარდი ევროს ღირებულების.
ყოველი ასეთი პაკეტი გადაარჩენს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს. ჩვენ ერთად აღვადგენთ მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენ ერთად დავიცავთ უკრაინას და მთელ ევროპას რუსული ტერორისგან," - წერს ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ დანიის მიერ მიწოდებული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაში მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გამოჩნდებიან, შეფერხება კი მხოლოდ ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა.