შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ.

Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა.


მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას.

„მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.