78 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელიც 6 წლიდან „რკინის ფილტვების“ დახმარებით სუნთქავდა

პოლ ალექსანდერი პოლიომიელიტით 1952 წელს დაავადდა, რამაც კისერს ქვემოთ პარალიზებული დატოვა.

მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, რის გამოც ექიმებმა ის მეტალის ცილინდრში მოათავსეს, სადაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა.

ამ მოწყობილობას „რკინის ფილტვებსაც“ უწოდებენ. წლების შემდეგ პოლ ალექსანდერმა დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ დროის მოკლე პერიოდებში შეეძლო.


1960-იანი წლებიდან, „რკინის ფილტვები“ სუნთქვის უფრო პორტატიულმა მოწყობილობებმა ჩაანაცვლა, თუმცა ალექსანდერმა მოწყობილობის შეცვლაზე უარი განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევები, ვაქცინაციის საშუალებით, 1988 წლის შემდეგ 99%-ით შემცირდა. შედეგად, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ბავშვი სიცოცხლის გადარჩა.