აღმოსავლეთ სექტორში რთული ვითარების მიუხედავად, ყველა დასახლება, რომლის დაკავებას რუსული ძალები ცდილობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
სირსკის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 მარტს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი დაიპყრეს, რაც თავის მხრივ, უკრაინულმხა მხარემ უარყო.
თუმცა აღნიშნავენ, რომ „სიტუაცია თანდათან რთულდება და რუსების წინსვლის საფრთხე არსებობს.“
რუსეთი აგრძელებს წინსვლას რუსეთი აგრძელებს წინსვლას ტერნის, ივანივსკის, ბერდიჩის დასახლებებთან. ასევე, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში.
ფრონტის სხვა სექტორებში, რომლებიც სირსკიმ არ დააკონკრეტა, რუსული ძალების აქტივობა "შესანიშნავად შემცირდა,“ რაც ორკვირიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოსკოვის "უკიდურესად მძიმე დანაკარგებით“ აიხსნება.
„ეს მოხდა მენეჯმენტის დროული გადაწყვეტილებების, საბრძოლო შესაძლებლობების დაკარგული დანაყოფების დროული ჩანაცვლების, ასევე, ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობისა და გამძლეობის გამო,“ - აღნიშნა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდიან აშშ-ის დახმარების შეფერხების გამო.