ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის „რკინის ფარდა“ შეიქმნება.
„ყველე დებატი ევროპაში, უკრაინის საკითხით იწყება და სრულდება. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები იმასთან შედარებით, რაც თუნდაც წლების წინ გვქონდა. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს ჩვენს თავდაცვაზე ვხარჯავთ. მჯერა, რომ ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, მეტი თანამშრომლობა, რადგან მის გარეშე ჩვენ ასე ძლიერები ვერ ვიქნებით. ჩვენ გვჭირდება კარგი პარტნიორები, კარგი ალიანსები.
ჩვენ ველით NATO-ს სამიტს და გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება რუსეთის შეკავება, რადგან თუ მას არ შევაჩერებთ, თუ საკმარისს არ გავაკეთებთ, ის (რუსეთი) უფრო შორს წავა. ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა.
მერწმუნეთ, ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა, რომ რუსეთისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდეთ ეკონომიკურად, მისი ნავთობისგან და გაზისგან. ამას დრო სჭირდება, თუმცა გვჯერა, მომავალში იქნება „რკინის ფარდა“ რუსეთს, ბელორუსსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის,“ აღნიშნა სილინამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ევროპა უფრო განსხვავებული იქნება, რადგან უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა,“ განაცხადა ლატვიის პრემიერმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე, ვაშინგტონში. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა თუ დამარცხდება, ამის შედეგები ყველაზე აისახება, ამიტომ, მამაცი გადაწყვეტილებების დროა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მტკიცე მოკავშირეები არიან.