Reuters: ნიგერიის სკოლიდან 286-მდე გატაცებულის გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვენ

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 286 გატაცებული სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლის გასათავისუფლებლად, ჯამში, $620 000-ს ითხოვენ.

ამის შესახებ გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.

როგორც აცხადებენ, გამტაცებლები კავშირეზე ტელეფონით 12 მარტს გავიდნენ.


შეიარაღებულმა პირებმა  ნიგერიაში სკოლიდან 286 მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი 7 მარტს გაიტაცეს.

ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა აჰმედ ტინუბუმ გატაცებულების დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.