ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის ოფისი (OCMA) მოახდენს დეპორტაციას რუსეთის იმ 800 მოქალაქიე, რომლებმაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ მიირეს და ენის გამოცდა არ ჩააბარეს. როგორც ლატვიური მხარე განმარტავს, ამ მოქალაქეებს მუდმივი ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ.
„გარდა ამისა, აუცილებელი იყო ლატვიური ენის ცოდნის შესახებ გამოცდის შედეგების მოწოდება ... 800 ადამიანი არ პასუხობს ხელისუფლების მოთხოვნას საცხოვრებელი ადგილის ნებართვის შესახებ. ჩვენ ამ პირთა შესახებ ინფორმაცია გადავიტანეთ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, შემდგომი გადამოწმებისთვის. უახლოეს კვირებში გაირკვა, არის თუ არა ეს ხალხი ჯერ კიდევ ლატვიაში. თუ ისინი აქ არიან, დატოვების ბრძანებები გაიცემა 30 დღის განმავლობაში, ” - აღნიშნა OCMA-ს წარმომადგენელმა.