ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა

ბულგარეთმა უკრაინას 87 000 ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა განაცხადა, რომ უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორი წარმატებით გაიგზავნა.

მისი თქმით, დახმარების მიწოდების პროცესი ლოგისტიკურ სირთულეებს მოიცავდა, რის გამოც, ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების ოპერაცია 29 იანვარს დაიწყო და 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი კოლონა უკრაინაში მხოლოდ მარტის დასაწყისში გაემგზავრა.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ოპერაციაში მონაწილე 240 სამხედრო მოსამსახურის თავდადება შეაქო.