ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაპირებული ჯავშანტექნიკის გაგზავნა დღეს დაიწყო. მთლიანობაში, უკრაინაში 110 ჯავშანტრანსპორტიორი გაიგზავნება. მათ ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია თავდაცვის სამინისტრო.
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს.
დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.