რუსმა სამხედროებმა წუხელ, უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს - X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს Shahed-ის ტიპის 27 უპილოტო საფრენი აპარატით.
უკრაინელებმა "შაჰედები" კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცის და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. არის მსხვერპლი.