ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კომენტარი გააკეთა რომის პაპის განცხადებებზე, რომლითაც უკრაინას მოუწოდებდა, გამოიჩინოს „თეთრი დროშის გამბედაობა“ და მზად იყოს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის.
„მისი უწმიდესი პაპი შევიდა ბაღში, სადაც ის არავინ მიუწვევია,“ - აღნიშნა ბორელმა, რითაც ესპანური იდიომი გამოიყენა, რაც ნიშნავს „საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნას. განადგურებას.
რომის პაპის კომენტარების შემდეგ, ვატიკანი აცხადებს, რომ პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია.