მაკრონი: უკრაინამ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ყირიმი უნდა დაიბრუნოს

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყირიმი, რათა იქ ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს.

ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას."

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე.

"ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში."  ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან.


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, ამას ძალიან მარტივად ვიტყვი: არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ მოხება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება, მათ შორის, ყირიმში,“ - დასძინა მან.