პორტუგალია უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. პორტუგალია აღნიშნულ თანხას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს.
თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ პორტუგალიამ უკრაინას Leopard 2A6-ის ტანკები მიაწოდა; ასევე გადასცა 40-ზე მეტი M113-ის ჯავშანტრანსპორტიორი; საარტილერიო საბრძოლო მასალა და მსუბუქი საბრძოლო მასალა; ჰაუბიცები და სხვადასხვა იარაღი; ჩქაროსნული კატარღები და უპილოტო საფრენი აპარატები; სამედიცინო და ჯანდაცვის ობიექტები, ასევე კომუნიკაციები; ელექტროენერგიის წარმოების გენერატორები; ტანსაცმელი, ფორმა და ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობა.