შავი ზღვის მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს ქმნის - ჰაკან ფიდანი

ბაქოს მე-11 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შავი ზღვის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ომამდე შავ ზღვაში სიმშვიდე სუფევდა.


„ომის შემდეგ დაიწყო მილიტარიზაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მარცვლეულის შეთანხმებას მივაღწიეთ. პირობები უნდა შეიქმნას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის შავი ზღვის გავლით. შავი ზღვის როლი რეგიონში არ უნდა დაიკარგოს, მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებს საფრთხის წინაშე აყენებს,“ აღნიშა ფიდანმა.