ლატვიის პრეზიდენტი რუსეთზე: კართაგენი უნდა განადგურდეს

ლატვიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლეთმა თავისთვის არ უნდა გაავლოს „წითელი ხაზები“ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც უკრაინას ეხმარება.


„ჩვენ არ უნდა გავავლოთ ჩვენთვის წითელი ხაზები, ჩვენ რუსეთისთვის უნდა გავავლოთ წითელი ხაზები და არ უნდა გვეშინოდეს მათი აღსრულების. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. რუსეთი delenda est!

Carthago delenda est არის ლათინური გამონათქვამი, რომელიც გამოიყენება მტრის ან რაიმე დაბრკოლების საბოლოოდ გადალახვის დაჟინებით მოთხოვნის აღსაწერად.