აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა.
განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს.
მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია.
შეგახსენებთ, საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.