საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა

საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. ანტალიაში, ჩვენი ნაკრები ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, გოგიტა არქანიას მეთაურობით, ხუთი სპორტსმენის: დავით ტყებუჩავას, ლუკა ვასაძის, ვალიკო ფონიავას, ხვიჩა კიპაროიძის და მერაბ გელაშვილის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.


ტურნირამდე ჩვენმა ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც სპორტის ამ სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა. სპორტული კარატეს ნაკრები შეჯიბრებაზე საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

ინფორმაციით, ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც აღნიშნული სპორტის სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა.