ფინეთმა დღეიდან რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები აკრძალა

ფინეთში დღეიდან რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა.

როგორც ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია. მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.


აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში მძღოლს უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია.


ფინეთში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლა გასული წლის 15 სექტემბერიდან აიკრძალა, სანქციების რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკომისიის განმარტებების შემდეგ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ექსპორტისთვის ექვსი თვის ვადა დაწესდა.

რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა საავტომობილო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბრიდან დაიკეტა. გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინების გამო მიიღო, რაშიც, ჰელსინკი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. აკრძალვა სულ მცირე 14 აპრილამდე მოქმედებს.