ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს კრძალავენ

ლიეტუვაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე პირველი ავტომობილი 13 მარტს დააკავეს.

ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ზომები ასევე 13 მარტიდან ამოქმედდა.


2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.

რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ფინეთი 16 მარტამდე უნდა დატოვონ.

ცნობისათვის, 15 თებერვლიდან, ლატვიაში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაშვებული იქნება. ქვეყანაში დაშვებულია მხოლოდ ის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებს მიეკუთვნებიან და ასევე, ტრანზიტულად კვეთენ ლატვიას.