ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს, მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა

ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლის იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, რომლის დროსაც,მან ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ასევე არ შეიძლება უნგრეთის ორბანთან გაიგივება. აქცია ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ ასოციაციებთან ერთად მოაწყო. ამ დღეს ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, ეროვნული მუზეუმის წინ მიმართა.


„რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპული ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი მას დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელ მეგობრებიი მას გადაეფარებიან", - განაცხადა იულია ნავალნიამ.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.