ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. BBC წერს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში.

ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.