კიმ ჩენ ინი, რაჰმონი, მადურო, ორტეგა - ვისგან მიიღო პუტინმა მილოცვები

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა მიულოცა.

ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინის მისალოც დეპეშას პუტინს მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის ელჩი გადასცემს.

კიმ ჩენ ინი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. უკრაინის და მისი მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში წეორედ ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილ ბალისტიკურ რაკეტებ სიყენებს.


კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც, რომელმაც პუტინის „დამაჯერებელ გამარჯვებას“ უწოდა მისი „პოლიტიკური ავტორიტეტის და რუსეთის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დასტური.“

განახლება: ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ხელახალი არჩევა 18 მარტს, რომელიც მედიის ცნობით, გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე დემოკრატიულად არჩეულ ლიდერთაგანი, ვინც ამას აკეთებს.

პუტინს ხელახალი ვადით არჩევა მიულოცეს ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს მადუროს სიტყვები, რომ „პუტინმა სრულად მოიგო ომი კოლექტიური დასავლეთის იმპერიასთან.“ რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს.